Monday, August 8, 2011



ბერლინს  ავღანეთში საცეცების  მოფათურე  სხვა დანარჩენი  ძირითადი  მოთამაშეებისგან  განსხვავებით  ნამდვილად  ვერავინ  დასწამებს, რომ მისი  იქ ბრძოლის  მთავარი  მიზანი სასარგებლო  წიაღისეულის  მოპოვების  ნებართვის დაბევება  ანაც  სამხედრო  ბაზების მშენებლობა  შეიძლება იყოს, თუმცა  ერთ მშვენიერ  დღეს იქნებ სარგებელი   გერმანულმა  კომპანიებმაც  ნახონ. ვაშინგტონის  ამალის  ნაწილად  ყოფნა  გერმანიის   მიერ ავღანეთის სწრაფ  და  სასურველ  დატოვებას  კრძალავს  და  გამორიცხავს  კიდეც. მეორეს მხრივ  სტრატეგიული  ინტერესების შესახებ  საერთოდ არაფრის  თქმა  ხალხის  თვალში სრულიად  ლაჩრული  საქციელია. აქამდე  არცერთ  დასავლელ პოლიტიკოსს  აღმოაჩნდა  საკმარისი  სიმტკიცე  და  გამბედაობა  იმისთვის, რომ 
მოქალაქეთათვის  ნათლად  და გასაგებად  აეხსნა, თუ რა არსებითი  მიზეზისა  და  საფუძვლის გამო  მიმდინარეობს  ავღანეთში  აგერ უკვე მერამდენე წელიწადს  სამხედრო  ოპერაცია. ალბათ  ასეთ  შემთხვევაში  უკვე  ბევრი, როგორც  მემარცხენე იდეალების  ერთგული  ადამიანი, ასევე  მემარჯვენე კონსერვატორული შეხედულებების  მიმდევარი  ხმამაღლა  და  არაორაზროვნად იკითხავდა- კი მაგრამ,ამისთვის  ღირს საერთოდ  სიკვდილი?

No comments:

Post a Comment