Monday, August 8, 2011

მეცხრამეტე საუკუნის  დასაწყისსა  და მეოცე  საუკუნის  დასაწყისს  შორის  გასული  დაახლოებით  ასი წლის  განმავლობაში  მსოფლიოს  წამყვან,ყველაზე  გავლენიან პოლიტიკურ ძალებს შორის  მიმდინარე ჭიდილს  პამირის, ჰინდუკუშისა  და  ჰიმალაის  მწვერვალებს  შორის  "დიდი თამაში"  უწოდეს.
მასში ყველაზე აქტიურად ჩაბმული მონაწილეები დიდი ბრიტანეთი  და  რუსეთის იმპერია  იყვნენ. როგორც  ყოველთვის, მიზნამდე მიმავალი  გზის  გავლისას  ყველა  საშუალება  გამოიყენებოდა-  საიდუმლო  აგენტები, საჯარისო  შენაერთების  შეტაკებანი, ერთეულებისთვის  ცნობილი  საეჭვო  და ბუნდოვანი გარიგებანი ადგილობრივი  მმართველების  მოსასყიდად :  " ავღანეთი, სპარსეთი, ტრანსკასპია- სამივე მხოლოდ  ჭადრაკის  ფიგურაა. დაფაზე  თამაში მსოფლიოზე ბატონობის  მიზნით  იმართება. " - ეს  სიტყვები ინგლისელ  ლორდ  ჯორჯ  კერზონს, მოგვიანებით  ინდოეთის  ვიცე-მეფეს (მეფისნაცვალს) ეკუთვნის.



ამჟამად  ჩვენს თვალწინ  ამ  "დიდი  თამაშის"  გაგრძელება, მისი  მეორე ნაწილი ტარდება. მონაწილეთა  რაოდენობა  საკმაოდ  ადვილად  დათვლადია-
ამერიკის  შეერთებული  შტატები, რუსეთი,  ინდოეთი, ჩინეთი, ირანის  ისლამური  რესპუბლიკა  და ევროპა. თუ დასავლეთის  მთავარ  სასიცოცხლო  ინტერესს  აღვწერთ, ის  შემდეგში  მდგომარეობს- ირანის  დღევანდელი  მმართველი  ელიტის  გეგმები გრძელვადიანი  პერსპექტივის  თვალსაზრისით  დანარჩენ  პარტნიორ  ქვეყნებს  დააშოროს  და  მისი ეკონომიკური  განვითარება  შეაფერხოს  და ეს ჩამორჩენილი რადიკალი ისლამისტების მიერ შექმნილი  რეჟიმი ამ  გზით  დაასუსტოს. სამხედრო  ხასიათის  ნაბიჯების  გადადგმის მხრივ  ეს  ყანდაარსა  და  ქაბულში,  აგრეთვე ავღანეთის  მოსაზღვრე  ქვეყნებში, მაგალითად  ყირგიზეთსა   და  უზბეკეთში  სამხედრო  ბაზების  გახსნა  და შემდგომი  განვითარებაა. მათ ტერიტორიაზე მომხდარ ადამიანის  უფლებების  აშკარა და უხეში  დარღვევის  მრავალ  შემთხვევას  როგორც  ვაშინგტონი, ასევე  ბერლინი  და  ლონდონი  მრავლისმთქმელი გულგრილობის  გამოვლენით  ხვდება. არანაკლებ  მნიშვნელოვანი  კიდევ  ერთი  მიზანი ავღანეთის  ტერიტორიის  გავლით  ირანული  ბუნებრივი აირისა  და ნავთობის  არგატარება, მისი მილსადენით  ტრანსპორტირებისთვის ხელის  მაქსიმალურად  შეშლაა.

დასავლური  სახელმწიფოების  მიერ მოწონებული გეგმების  თანახმად  მილსადენების  გაყვანა არანაკლებ  რეპრესიული, სასტიკი და კარჩაკეტილი, მაგრამ  დასავლეთთან თანამშრომლობის   და მისთვის  ერთგულების  დამტკიცების  მოსურნე  მთავრობის  მიერ კონტროლირებადი  თურქმენეთის გავლით  უნდა  განხორციელდეს- თბომატარებლების  საბოლოო  მიმღებები  ამჟამად   საკმაოდ  მწვავე ენერგეტიკული  შიმშილით  დატანჯული  პაკისტანის და ინდოეთის  ეკონომიკები  უნდა  იყვნენ. მსგავსი  წამოწყების  წარმატებით  დაგვირგვინებას   მილიარდობით  დოლარის  ინვესტიცია  და  როგორც  აუცილებელი  წინაპირობა, რეგიონში პოლიტიკური  სტაბილურობა  და  შედარებითი  სიწყნარე  ესაჭიროება. თუმცა  მისი  განხორციელება  ერთხელ  ზეპირი  განცხადებების  დონეზე უკვე  დაწყებული იყო. დაახლოებით  თხუთმეტი  წლის  წინ  კალიფორნიული  კომპანიის  სახელად  "უნოკალი"  ხელმძღვანელებმა  ამ  საქმისთვის  საჭირო  პირველი  ნაბიჯები  გადადგეს- ასე განსაჯეთ და  მოგვიანებით  თალიბანის  წამყვანი წინამძღოლები  ტექსასურ ჰიუსტონში  მიიპატიჟეს  და  სათანადო  პატივითაც  უმასპინძლეს.


ეს  ბიზნესი ბოლოს მაინც  ჩაიშალა. "უნოკალი"  "შევრონის"  ლუკმა  შეიქნა, თუმცა ამისდა  მიუხედავად  ამერიკული მრეწველობის მსხვილი  წარმომადგენლები  და  ვაშინგტონელი  "  მთავარი ტვინები" , ისევე,როგორც  მათი  რუსი,ჩინელი და  ინდოელი  კონკურენტები  ამ  იდეის  განვითარების  და ხორცშესხმის სურვილზე  უარი  აქამდე  ჯერაც  არ  ამბობენ. ინდოეთის  მთავრობის  მოქმედებები  ავღანეთის  მიწაზე დამატებით  ამ ქვეყნის უსაფრთხოების  სტრატეგიული  მოსაზრებებით  არის  განპირობებული- მას  სურს ისლამაბადის  ინტერესები შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად  შეზღუდოს  და ოდინდელი  მოწინააღმდეგე  საიმედოდ  შებოჭოს : ინდოეთის  მიერ  ავღანეთში  გახსნილი ექვსი  დიპლომატიური  წარმომადგენლობა  იმას  უნდა მოწმობდეს, რომ  ამ ქვეყნის  მიერ  წარგზავნილმა  ჯაშუშებმა  დასავლეთის  მიერ  "ჩანერგილ" კოლეგებზე უფრო ზუსტად  იციან,თუ  სად  რა  ხდება მის ტერიტორიაზე.

No comments:

Post a Comment