Monday, August 8, 2011


ისინი  უცხოელებს არ ენდობიან და  ამბობენ, რომ  თუკი დასავლეთს  პირველ რიგში  სწორედ რიგითი მოქალაქეების კეთილდღეობაზე  ზრუნვა აქვს მიზნად  დასახული, მან მუსაჰიბანის  სამეფო დინასტიის (მმართველობის წლები- 1929-დან 1973-მდე) მაგალითი  უნდა გაითვალისწინოს, რომელიც  ცალკეული  ტომების  ადათ-წესებს  პატივს სცემდა და  ამ ჩამორჩენილ, ქვის ხანის  ქვეყანას  გარკვეული წარმატებითაც  უძღვებოდა. ქაბულში დაბინავებული  ცენტრალური  ხელისუფლება  ამ წლებში მხოლოდ  რამდენიმე მსხვილ ქალაქს  მართავდა და
ქვეყნის  მასშტაბით პროვინციებსა  და  თემებში  ხელისუფლების  განხორციელება  ადგილობრივ  გავლენიან  ძალებს ევალებოდა.

დასავლეთი?რომელი  დასავლეთი?  ის ხომ კვლავაც  განუხრელად პრეზიდენტ  ყარზაის უჭერს მხარს, ყარზაის, რომელმაც არჩევნები აშკარად მისთვის  სასარგებლოდ  გააყალბა, სრულიად  სამარცხვინო  ვიწროკლანურ  გარიგებებს დებს, ამ ცოტა ხნის წინ  ჯერჯერობით  იატაკქვეშ  მყოფ  ცნობილ "ყასაბსა"  და
უკანონო  შეიარაღებული  დაჯგუფების მეთაურთან, გიულბედინ  ჰიქმეთიართან ტაქტიკური  თანამშრომლობის  ძაფებიც  კი  გააბა. დასავლეთი  ამ ყველაფერს უბრალოდ ეგუება. არადა  იგივე  ჰიქმეთიარის  კუთვნილი ადგილი ომის  დამნაშავის  განსაზღვრის  ყველა კრიტერიუმის  მიხედვით  დღეს  ჰოლანდიურ  ჰააგაში, საერთაშორისო  სისხლის სასამართლოს შენობაში, განსასჯელის  სკამზე არის. როგორც  ჩანს, ამერიკის მმართველი  ძალები  დღესდღეობით  მხოლოდ  ძლიერი ცენტრალური  ხელისუფლების  მოქმედ პირებზე  დაყრდნობით აპირებს  ავღანეთში  ყოფნის  მთავარი მიზნის მიღწევას-  "საიმედო"  პარტნიორის  დახმარებით სამხედრო  ბაზების  აშენება-ჩამოყალიბებას და  მილსადენისთვის  საჭირო  მარშრუტების  "გაკვალვას".


ემუქრება  თუ  არა ჰინდუკუშის  მიმართულებიდან  მომავალი  საფრთხე გერმანიას? თავად  ქაბულში  დაბანაკებული  რაზმების  ხელმძღვანელის მოადგილის  განცხადებითაც  კი დასტურდება, რომ  "ალ -ქაედა ავღანეთიდან თითქმის მთლიანად  იქნა  განდევნილი" - განსხვავებით  იმავე  პაკისტანისგან, რომელიც  ჯორჯ ბუში -უმცროსის  პრეზიდენტობის  ხანიდან  მოყოლებული
ნატოსთან განსაკუთრებით მჭიდრო  თანამშრომლობიდან გამომდინარე  საგულისხმო  პრივილეგიებით  სარგებლობს. ადამიანის  უფლებების  დაცვა, გოგონებისთვის გახსნილი  სკოლები, სამთავრობო  რეფორმის  ხორცშესხმა?
ამ  მიმართებით თავად  კანცლერ  მერკელსაც  კი  სრულიად უიმედო  განწყობა დაეუფლა... ის  "ავღანეთის დასავლური ყაიდის  დემოკრატიულ  სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას"  უტოპიურ  განზრახვად  მიიჩნევს.

No comments:

Post a Comment